თეგი: ჯონ ჰერბსტი

ჯონ ჰერბსტი: პუტინი წააგებს ომს უკრაინაში. უკრაინა დაიბრუნებს ტერიტორიებს, ამის შემდეგ, საქართველოშიც იგივე მოხდება

ჩემი აზრით, პუტინი წააგებს ომს უკრაინაში. უკრაინა ასევე დაიბრუნებს ტერიტორიებს, რომლებიც ამჟამად მოსკოვის კონტროლის ქვეშაა და კიევის სათანადო კონტროლს დაუბრუნდება და ამის შემდეგ აქაც იგივე მოხდება, - ამის შესახებ უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა ჯონ ჰერბსტმა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ყოფნისას განაცხადა. „ბოლო ათწლეულის განმავლობაში ალბათ აქ ხუთ-ექვსჯერ ვიყავი. ეს ადგილი არის მნიშვნელოვანი როგორც უსაფრთხოების, ასევე სიმბოლური კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულ შტატებში და უფრო ფართოდ დასავლეთში ხალხმა გაიგოს, რა გაუკეთა მოსკოვმა საქართველოს 2008 წელს. სინამდვილეში, არამხოლოდ 2008 წელს - მოსკოვის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. დასავლეთს, შეერთებულ შტატებს დიდი დრო დასჭირდათ, გაეგოთ, რომ მოსკოვის აგრესია საქართველოსა და მოლდოვას წინააღმდეგ, ახლა კი უკრაინის წინააღმდეგ, კარგად გაცნობიერებული სქემის ნაწილია. ასე რომ, შეერთებულ შტატებს აქვს დიდი, დიდი ინტერესი, რომ ყველაფერი აქ და უკრაინაში უკეთესობისკენ შეცვალოს”, - აღნიშნა ჰერბსტმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.  

ჯონ ჰერბსტი: კიევზე თავდასხმით, პუტინისთვის პრობლემები მხოლოდ გართულდა

Europetime-თან საუბრისას, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი დარწმუნებულია, რომ რუსეთი უკრაინაში მარცხდება და სწორედ ამას უკავშირდება ვლადიმერ პუტინის „სასოწარკვეთაც“, რაც კიევზე თავდასხმაში გამოიხატება. ჯონ ჰერბსტი მიიჩნევს, რომ რაც უფრო სწრაფად მიაწვდის დასავლეთი უკრაინას საჭირო იარაღს, მით უფრო მალე გაათავისუფლებს ტერიტორიებს და ეს არ მოიცავს მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვლიდან, მოსკოვის მიერ მიტაცებულ მიწებს. უკრაინაში ამერიკის ყოფილი ელჩი, მისი სხვა კოლეგების მსგავსად, 2014 წლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას ელის. „აშკარაა, რომ მოსკოვი ბრძოლის ველზე მარცხდება, პუტინი ქვეყნის შიგნითაც კრიტიკის წინაშე აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, მან  გადაწყვიტა, რომ უკრაინის სამხედრო წარმატებას  მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით უპასუხოს. მაგრამ პუტინისთვის პრობლემები მხოლოდ გართულდა, რადგან ამ სასტიკი დარტყმების საპასუხოდ, აშშ და მისი მოკავშირეები ახლა გეგმავენ, უკრაინას უფრო თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ, ისეთი სისტემები, რომლის მიწოდებაზეც მანამდე უარს ამბობდნენ. რა თქმა უნდა, მე მჯერა, რომ უკრიანისთვის საჭირო იარაღის გაგზავნის თვალსაზრისით, აშშ და NATO ზედმეტად მოკრძალებულად მოქმედებდნენ რუსეთის შეჭრამდე. მათ შორის ვსაუბრობ შორი მოქმედების არტილერიასა და დრონებზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გამანადგურებელი თვითმფრინავები, ტანკები, საჰაერო თავდაცვის სისტემები.თუ ჩვენ მივაწვდით მსგავს იარაღს, უკრაინა უფრო სწრაფად დაიბრუნებს იმ ტერიტორიას, რომელიც მოსკოვმა დაიპყრო არამხოლოდ მიმდინარე წლის თებერვლის, არამედ 2014 წლის შემდეგ“, - განუცხადა ჰერბსტმა Europetime-ს. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, თუ უკრაინას მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს, კიევი შეძლებს, შეაჩეროს რუსული რაკეტების დიდი უმრავლესობა. „მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ ჩვენ არ გავუგზავნით საკმარის სისტემებს. ისევ და ისევ, ჩვენი ინტერესია, რომ პუტინის ომი უკრაინაში მისი მარცხით დასრულდეს. ჩვენ უნდა გავგზავნოთ ყველა იარაღი, რომელიც უკრაინას სჭირდება, რომ უკრაინის გამარჯვება უფრო დაჩქარდეს“, - აღნიშნავს ჰერბსტი Europetime-თან. 18 ოქტომბერს, უკრაინის დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე გარეუბანში, დესნიანსკის რაიონში, რუსეთის ფედერაციის ძალებმა სამი რაკეტა ისროლეს. საცხოვრებელ კორპუსზე თავდახმას მსხვერპლი მოჰყვა. აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის მოწინავე, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდებას აჩქარებს 18 ოქტომბერს, უკრაინის ყველა ოლქში, საჰაერო განგაშის სიგნალი ისმოდა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. ცხედრები საცხოვრებელი კორპუსების ნანგრევებიდან ამოჰყავთ. კიევზე იერიშს მსხვერპლი მოჰყვა როგორც წინა კვირას, ისე 17 ოქტომბერსაც. უკრაინის ცნობით, განადგურებულია ელექსტროსადგურების 30%. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ჯონ ჰერბსტი: აშკარაა, რომ მოსკოვი ბრძოლის ველზე მარცხდება

Europetime-თან საუბრისას, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი მიიჩნევს, რომ დასავლეთი თუ უკრაინას დროულად მიაწვდის საჭირო იარაღს, კიევი უფრო სწრაფად დაიბრუნებს იმ ტერიტორიას, რომელიც მოსკოვმა დაიპყრო არამხოლოდ მიმდინარე წლის თებერვლის, არამედ 2014 წლის შემდეგ“. ჯონ ჰერბსტის თქმით, რუსეთის მხრიდან მასირებული შეტევის განახლების ფონზე, აშშ და მისი მოკავშირეები ახლა გეგმავენ, უკრაინას უფრო თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ, ისეთი სისტემები, რომლის მიწოდებაზეც მანამდე უარს ამბობდნენ. „აშკარაა, რომ მოსკოვი ბრძოლის ველზე მარცხდება, პუტინი ქვეყნის შიგნითაც კრიტიკის წინაშე აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, მან  გადაწყვიტა, რომ უკრაინის სამხედრო წარმატებას  მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით უპასუხოს. მაგრამ პუტინისთვის პრობლემები მხოლოდ გართულდა, რადგან ამ სასტიკი დარტყმების საპასუხოდ, აშშ და მისი მოკავშირეები ახლა გეგმავენ, უკრაინას უფრო თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ, ისეთი სისტემები, რომლის მიწოდებაზეც მანამდე უარს ამბობდნენ. რა თქმა უნდა, მე მჯერა, რომ უკრიანისთვის საჭირო იარაღის გაგზავნის თვალსაზრისით, აშშ და NATO ზედმეტად მოკრძალებულად მოქმედებდნენ რუსეთის შეჭრამდე. მათ შორის ვსაუბრობ შორი მოქმედების არტილერიასა და დრონებზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გამანადგურებელი თვითმფრინავები, ტანკები, საჰაერო თავდაცვის სისტემები.თუ ჩვენ მივაწვდით მსგავს იარაღს, უკრაინა უფრო სწრაფად დაიბრუნებს იმ ტერიტორიას, რომელიც მოსკოვმა დაიპყრო არამხოლოდ მიმდინარე წლის თებერვლის, არამედ 2014 წლის შემდეგ“, - განუცხადა ჰერბსტმა Europetime-ს. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, თუ უკრაინას მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს, კიევი შეძლებს, შეაჩეროს რუსული რაკეტების დიდი უმრავლესობა. „მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ ჩვენ არ გავუგზავნით საკმარის სისტემებს. ისევ და ისევ, ჩვენი ინტერესია, რომ პუტინის ომი უკრაინაში მისი მარცხით დასრულდეს. ჩვენ უნდა გავგზავნოთ ყველა იარაღი, რომელიც უკრაინას სჭირდება, რომ უკრაინის გამარჯვება უფრო დაჩქარდეს“, - აღნიშნავს ჰერბსტი Europetime-თან. აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის მოწინავე, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდებას აჩქარებს 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი მასიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს. მოსკოვს იერიშები მიაქვს კიევზე. ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. კიევი ასეთ სისტემებს პარტნიორებისგან უკვე იღებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ჯონ ჰერბსტი უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის „ორ ასპექტს“ განიხილავს

რუსეთი უკრაინაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას განაგრძობს. შედეგად, უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემასთან უწევს გამკლავება. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ბენ უოლესი: უკრაინის ინტერესშია, შეინარჩუნოს იმპულსი ზამთარში უკრაინის უმსხვილესი კერძო ენერგეტიკული კომპანიის DTEK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დმიტრო საგარუკმა 24 ნოემბრის საღამოს განაცხადა, ელექტროენერგია აღდგენილია ქალაქის მცხოვრებთა დაახლოებით 30%-სთვის. კიევის მერმა 24 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის 70% ელექტროენერგიის გარეშე რჩებოდა.  რუსეთის შეტევა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, ომის ახალი ეტაპის ორი ასპექტიდან, ერთ-ერთია, - მიიჩნევს უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ჰერბსტი. ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი Europetime-თან ამბობს, რომ მეორე ასპექტი უკრაინის მიმდინარე წარმატებაა. „უკრაინას სირთულეები შეექმნება რუსეთის თავდასხმებთან გამკლავების თვალსაზრისით, მაგრამ ახლა კიევი უფრო მეტ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას იღებს დასავლეთისგან, რომ შეძლოს ასეთ შეტევასთან გამკლავება. ეს თავდასხმები ვერ აჩერებს უკრაინის კონტრშეტევას. დასავლეთი სწორი მიმართულებით მუშაობს, როცა მეტი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გაგზავნას აპირებს, მაგრამ ის მაინც ძალიან ნელი ტემპით უგზავნის უკრაინას იმ იარაღს, რომელიც მას კონტრშეტევის შედეგების და წარმატების დასაჩქარებლად სჭირდება“, - ამბობს ჯონ ჰერბსტი Europetime-თან. ჯონ ჰერბსტი უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპზე ამახვილებს ყურადღებას და მის უპირატესობაზე საუბრობს. „სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს“, - აღნიშნავს ჯონ ჰერბსტი Europetime-თან. ჯონ ჰერბსტის შეფასებით, კიევზე თავდასხმით, პუტინისთვის პრობლემები მხოლოდ გართულდა. ჯონ ჰერბსტი: აშკარაა, რომ მოსკოვი ბრძოლის ველზე მარცხდება შეგახსენებთ, The Wall Street journal-მა სექტემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა აშშ-სა და მოკავშირეებს დამატებით შეიარაღებას სთხოვს რუსეთის წინააღმდეგ გრძელვადიანი კონტრშეტევისთვის. ამერიკული მედიის ცნობით, უკრაინულმა მხარემ ამერიკელ კანონმდებლებს მიაწოდა იმ შეიარაღების სია, რომელსაც კიევი აშშ-ისგან ითხოვდა. მათ შორის იყო ტაქტიკური სარაკეტო სისტემები ATACMS-ი. გამოცემა მაშინ წერდა, რომ იმ დრომდე, ვაშინგტონმა უარი განაცხადა უკრაინისთვის ხსენებული შეიარაღების მიწოდებაზე და ამის მიზეზად რუსეთის პროვოცირების რისკს ასახელებდა. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია. ასევე შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი Europetime-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ზამთრის ამინდი გაართულებს სახმელეთო შეტევებს, საჰაერო თავდასხმები გახდება „დომინანტური“. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ჯონ ჰერბსტი: ამერიკის მთავრობა სულელი არ არის. საქართველოსთვის თუ დახმარების შემცირებას გადავწყვეტთ, ეს არ შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას

ჯონ ჰერბსტმა უპასუხა „ამერიკის ხმის“ შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია, ვაშინგტონმა მართლაც გადახედოს საქართველოსთვის დახმარების პოლიტიკას?  „ჩვენ დიდი მხარდაჭერა გავუწიეთ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და სხვა ქვეყნებში, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს აშენებს დემოკრატიას და რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნებისთვის კარგია. ცხადია, ხელისუფლებას, რომელიც ავტორიტარული მიმართულებით მიდის, არ აქვს პრობლემა თუ სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას შევწყვეტთ. მაგრამ, ამერიკის მთავრობა სულელი არ არის. თუ საქართველოსთვის ამერიკული დახმარების შემცირებას გადავწყვეტთ, დახმარებას სამოქალაქო საზოგადოებას არ შევუმცირებთ. ვფიქრობ, რაც ქართველ ხალხს უნდა აწუხებდეს ისაა, რომ [ხელისუფლების] ამ ავტორიტარულმა მიდრეკილებამ, საბოლოოდ, საფრთხე შესაძლოა ამერიკა-საქართველოს უსაფრთხოების თანამშრომლობას შექუმნას და ეს არ იქნება კარგი. მჯერა, რომ განცხადებები, რამლებსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვისმენთ, მათ პოლიტიკურ სისუსტეს ასახავს“, - აცხადებს ჰერბსტი. მისი თქმით, როდესაც ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, ბლოკში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან დაეწყო და არა საქართველოსთან, ეს „ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებული“ საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაზე მნიშვნელოვანი დარტყმა იყო. „ამიტომ, მათ ამაზე პასუხის გაცემა არა ავტორიტარული ნაბიჯების შეჩერებით, არამედ შეერთებული შტატების ელჩზე თავდასხმით და სასაცილო მტკიცებით გადაწყვიტეს, თითქოს შეერთებულ შტატებს, საქართველოს ომში ჩათრევა სურს“, - აცხადებს ჯონ ჰერბსტი „ეს ნიშნავს, რომ საქართველო რისკავს შეერთებულ შტატებთან თავის ურთიერთობას და ყველაფერს, რაც ამ ურთიერთობიდან გამომდინარეობს. თუ თბილისში ხელისუფლება ავტორიტარული მიმართულებით სვლას განაგრძობს და თუ უფრო ფართოდ გააგრძელბს ჩვენს ელჩსა და შეერთებულ შტატებზე თავდასხმას, ისინი ამით არსებითად იტყვიან, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობა მათი პრიორიტეტი არ არის“, - აცხადებს „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი, ჯონ ჰერბსტი.

უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა გააძლიერებს აშშ-ის მტრებს მოსკოვში, პეკინსა და თეირანში - ჯონ ჰერბსტი

ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორის, ჯონ ჰერბსტის შეფასებით, თუ შეერთებული შტატები ვერ გადადგამს ნაბიჯებს უკრაინის დასახმარებლად მომდევნო რამდენიმე თვეში, კატასტროფა მოხდება. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, NATO-სა და ევროკავშირის დასუსტებით აშშ-ის უსაფრთხოება და კეთილდღეობას შელახოს, რაც ძირს უთხრის აშშ-ის მოკავშირეებს ევროპაში და სხვაგან. „ეს პირდაპირ თესავს დაბნეულობას შეერთებულ შტატებში, არჩევნებში ჩარევისა და კიბერ ოპერაციების გზით,“ მიიჩნევს ანალიტიკოსი. „ისინი, ვინც ჩინეთს შეერთებული შტატების ყველაზე საშიშ გრძელვადიან მოწინააღმდეგედ ხედავენ, ვერ ხვდებიან, რომ რუსეთის აშკარა აგრესიის შეჩერება საუკეთესო გზაა მომავალში ჩინეთის აგრესიის შესაჩერებლად,“ ხაზს უსვამს ჰერბსტი. მას მიაჩნია, რომ თუ მოსკოვი დაიპყრობს უკრაინას, შეერთებული შტატები იძულებული იქნება, პირდაპირ დაიცვას NATO-ს მოკავშირეები ბალტიისპირეთის ქვეყნებში ან პოლონეთი. ექსპერტის აზრით, ეს ბევრად დიდი ფასი დაჯდება, ვიდრე წელიწადში 38 მილიარდი დოლარი, რომელსაც აშშ იღებდა უკრაინისთვის, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რაც აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის 5%-ზე ნაკლებია. „უკრაინისთვის დახმარების გაუქმება იქნება დიდი დარტყმა აშშ-ის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, გააძლიერებს აშშ-ის მტრებს მოსკოვში, პეკინსა და თეირანში; და საბოლოო ჯამში, ეს შეიძლება, შეერთებულ შტატებს სისხლადაც დაუჯდე,“ - მიიჩნევს ექსპერტი. აშშ-ის სენატმა "პროცედურული მხარდაჭერა" გამოუცხადა კანონპროექტს უკრაინის დახმარების შესახებ. სენატში დამტკიცების შემდეგ კანონპროექტი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატას, წარმომადგენელთა პალატას გადაეცემა, სადაც ამ პაკეტის ბედი რესპუბლიკელების სკეპტიციზმის გათვალისწინებით, გაურკვეველია. შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 2023 წლის 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის, 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია. პირველ თებერვალს ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.  

ჯონ ჰერბსტი: ბელორუსის პრეზიდენტი ცდილობს, პუტინს ასიამოვნოს

Europetime-თან ექსკლუზიურად, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა შეაფასა ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტი“. ჯონ ჰერბსტის თქმკით, ბელორუსის პრეზიდენტი ცდილობს, პუტინს ასიამოვნოს. ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორის შეფასებით, ალექსანდრ ლუკაშენკოს ამ ნაბიჯის მიზეზი ისაა, რომ ბელორუსის პრეზიდენტი თავს მარტო და დაუცველად გრძნობს.  „პუტინს წლების წინ მოეწონებოდა ლუკაშენკოს მხარდაჭერა აფხაზეთთან დაკავშირებით. თბილისმა გარკვეული ზომები უნდა მიიღოს უკმაყოფილების გამოსახატავად. კონკრეტულად რა შეიძლება, რომ იყოს ეს ზომები, თავად თბილისის არჩევანზეა დამოკიდებული“, - მიიჩნევს ჯონ ჰერბსტი. საქართველო ბელორუსს მოუწოდებს, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას შეგახსენებთ,  ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.